საქართველოს სასტუმროები

სასტუმროები თბილისში, ბათუმში, ქობულეთში, ურეკში, ბაკურიანში!  

 
  მთავარი გვერდი სასტუმროები რეგისტრაცია ჩვენს შესახებ FAQ სიახლე კონტაქტი  
ENG GEO
ელ. ფოსტა:
პაროლი:
თუ ჯერ არ ხართ რეგისტრირებული გთხოვთ დააჭირეთ ბმულს
დაგავიწყდათ პაროლი?
აირჩიეთ ვალუტა:
სასტუმროს ტიპი:
ქალაქი:
უბანი:

  LIVE CAMS
  თბილისი   სიღნაღი
  ქუთაისი   თელავი
  ბათუმი   გუდაური
  ქობულეთი   ბაკურიანი
  ზუგდიდი   ანაკლია
  ამინდი

  ლარის კურსი
    დღეს გუშინ ცვლილება  
USD 1.6354 1.6361 0.0007
EUR 2.1026 2.1047 0.0021
GBP 2.4850 2.4800 -0.005

თბილისის რუკა
სასარგებლო რუკა ტურისტებისათვის
იხილეთ სრულ ზომაში
 

  პარტნიორები
საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტო
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი
საქართველოს რესტორნები
Search Engine Optimisation Forum
Blogging tips - www.blogging.ge
SkiGeorgia

აბასთუმანი
ანაკლია
ახალციხე
ბაზალეთი
ბათუმი
ბაკურიანი
ბახმარო
გონიო
გრიგოლეთი
გუდაური
დედოფლისწყარო
თბილისი
თელავი
თიანეთი
თუშეთი
კვარიათი
მესტია
ონი
საირმე
სენაკი
სვანეთი
სიღნაღი
ურეკი
ფოთი
ქობულეთი
ქუთაისი
ყაზბეგი
ყვარელი
შეკვეთილი
ჩაქვი
წყალტუბო
წყნეთი
ხარაგაული

 

 
სპეციალური შემოთავაზება იხილეთ ყველა სასტუმრო 
             
ჩაო
 
სიღნაღი
 
-FREERIDER-
 
კოპალა
სიახლე

Disney–ს ფანტასტიკური ლაინერი ხმელთაშუა ზღვაში 2013 წელს გამოჩნდება

ამერიკულმა საკრუიზო კომპანია Disney Cruise Line–მა განაცხადა, რომ 2013 წლიდან ხმელთაშუა ზღვაში განაახლებს კრუიზებს ფანტასტიკური ლაინერით DisneyMagic–ით.

„2013 წლის 1 ივნისს DisneyMagic–ი ბარსელონას პორტიდან გავა, რათა შთამბეჭდავი კრუიზი განახორციელოს ხმელთაშუა ზღვის სანაპიროს ქალაქებს შორის, რომლებიც მდიდარია ისტორიით, კულტურითა და გართობით,“ – ნათქვამია საკრუიზო კომპანიის ოფიციალურ განცხადებაში.

2013 წლისთვის Disney Cruise Line–ი ოთხი, 7 და 12–დღიანი კრუიზების შესრულებას გეგმავს ისეთი ქვეყნების სანაპიროებზე, როგორებიცაა ესპანეთი, საფრანგეთი, საბერძნეთი, თურქეთი, მალტა და ხორვატია.

გასულ წელს კომპანია ერთკვირიან კრუიზებს ასრულებდა, თუმცა ისინი 2012 წლისთვის გაუქმდა. 2013 წელს კი Disney Cruise Line–ი ტურისტებს უფრო მრავალფეროვან პროგრამას პირდება.

Disney Cruise Line–ი გართობის ინდუსტრიის ცნობილ კომპანიას The Walt Disney Company–ს ეკუთვნის. ამჟამად ის კრუიზებს სამი ფანტასტიკური ლაინერით – Disney Magic–ით, Disney Wonder–ითა და Disney Dream–ით ასრულებს, რომლებიც 2400–დან 4 ათასამდე მგზავრს იტევს.

ასეთი ლაინერებით მოგზაურობა საოჯახო დასვენების ერთ–ერთი საუკეთესო არჩევანია. მათზე ტარდება თემატური გართობები ყველა ასაკის მგზავრისთვის.

Disney–ს ლაინერები დამსვენებელს სთავაზობს შეხვედრას Disney–ს მხატვრული ფილმების საყვარელ პერსონაჟებთან. ბორტზე შესაძლებელია Disney–ს მიუზიკლებზე დასწრება და ღია ზღვაზე კაშკაშა ფეიერვერკებით ტკბობა.

სასტუმროები Bed and Breakfast–ი ევროპაში სულ უფრო პოპულარული ხდება

Bed and Breakfast–ის კატეგორიის სასტუმროების ევროპული ბიზნესი, პრობლემების მიუხედავად, ყვავის. 2012 წლის იანვარში ქსელი Bedandbreakfast.eu ევროპაში 50 ათას პანსიონს ითვლიდა.

თავად ეს მოვლენა შედარებით ახალია: ამჟამად არსებული b&b–ის მხოლოდ 15% გაიხსნა 2000 წლამდე, 59% კი 2006 წლის შემდეგ ამუშავდა.

50 000–ე ოტელი პალერმოს Ai Vicerè გახდა.

„ბევრი სახლის მფლობელს სურს b&b–ის სასტუმროს გახსნა. ამას ხელს ეკონომიკური კრიზისი უწყობს, და ასეთი სასტუმრო მართლაც შეიძლება გახდეს შემოსავლის კარგი წყარო,“ – განაცხადა Bedandbreakfast.eu–ის დამფუძნებელმა ჰანი ჰოდმეიკერმა.

ევროპულ Bed and Breakfast–ში ღამის გატარება ორ ადამიანს საშუალოდ 74 ევრო უჯდება. ჩვეულებრივ სასტუმროში კი მათ 100–ზე მეტი ევროს გადახდა მოუწვდათ.

ფასისა და მომსახურების ხარისხის ურთიერთმიმართების გამო, პატარა ოტელები ტურისტებში სულ უფრო მეტ პოპულარობას იძენს.

ფლორიდაში მილიარდი დოლარის ღირებულების სასტუმრო გაიხსნება

მაიამი-ბიჩის ჩრდილოეთ ნაწილში, ფლორიდას შტატში, 19 იანვარს სასტუმრო St Regis Bal Harbour Resort-ი გაიხსნება, რომელიც მომავალ წელს აშშ-ში ყველაზე ძვირადღირებული სასტუმრო პროექტი იქნება. ოტელის მშენებლობაში მილიარდი დოლარი ჩაიდება.

ბრენდ St Regis-ის წარმომადგენლები პირობას დებენ, რომ სასტუმრო თავის სტუმრებს ფუფუნების ახალ დონეს შესთავაზებენ. ოტელში 214 ნომერია, რომელთა ფანჯრებიც ოკეანეს გადაჰყურებს. გარდა ამისა, სამ, 27-სართულიან მინის შენობაში 307 რეზიდენციაა. სასტუმრო ბოლ-ჰარბორის კურორტის ქვიშის პლაჟთან მდებარეობს.

ოტელში დაინერგება სისტემა, რომელიც ლიფტში მყოფი მგზავრისთვის საჭირო სართულს ელექტრონული გასაღებით განსაზღვრავს. St Regis Bal Harbour Resort-ის მთელი ტერიტორია დაფარული იქნება Wi-Fi-თ.

ოტელის სტუმრების განკარგულებაში იქნება მოსამსახურე, სპა-ცენტრი Remède Spa, სატრენაჟორო დარბაზი და საბავშვო კლუბი.

სასტუმროს ღვინის ბარში სამხრეთ ფლორიდის მასშტაბით ღვინის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კოლექციაა თავმოყრილი. ახალ ოტელში ცხოვრების ღირებულება ერთ ღამეში 650 დოლარი იქნება

1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | Previous page
 
  მთავარი გვერდი რეგისტრაცია ჩვენ შესახებ რეკლამა საიტზე კონტაქტი © 2010 myhotels.ge     Created and designed By RENDER PRODUCTION  
 თქვენ ხართ სტუმარი ნომერი: